შეზღუდვები გზებზე

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ75-კმ100 მონაკვეთზე არსებული ხევებიდან ღვარცოფული გამონატანების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"აღნიშნულ მონაკვეთზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან საჭირო ტექნიკა. გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს ვადაში აღსადგენად"- წერია დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები