საკონსტიტუციო ცვლილებები

მდინარაძე: კონსტიტუციის პროექტის უკან გამოწვევაზე სერიოზულად მსჯელობა არ შეიძლება

ამაზე [კონსტიტუციის პროექტის პარლამენტიდან გამოწვევაზე] სერიოზულად მსჯელობა არ შეიძლება, ჩვენ უპრეცედენტო მოვლენების განვითარების შემსწრე გავხდით მთელი ჩვენი ქვეყანა, როდესაც კომისიის მუშაობის დროს 70-80%-ზე მეტი გავითვალისწინეთ ჩვენი ოპონენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტების წინადადებები, ამის შემდეგ იყო სახალხო განხილვები. დღეს უკვე 2 მოსმენით მიღებულია კონსტიტუციის პროექტი რომელიც ნამდვილად ბევრად, შეუდარებლად ჯობია მოქმედ კონსტიტუციას, რომელიც ავტოკრატიაზე და ერთ ადამიანზე იყო მორგებული. ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ბუნებრივად ხელს. ამ პროცესის ჩაშლა არის წარმოუდგენელი. ამაზე საუბარი სერიოზულად არ შეიძლება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კონსტიტუციის პროექტის პარლამენტიდან გამოწვევის შესახებ, რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები