აშშ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობა

ჰეილი: თუ საჭირო გახდა აშშ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოიყენებს

Reuters

გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ ჩრდილოეთ კორეის მიერ საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდას "მკაფიო და ცხადი სამხედრო ესკალაცია" უწოდა.

ჰეილის თქმით აშშ მზად არის საკუთარი თავისა და მოკავშირეების დასაცავად მზად არის საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოიყენოს. მისი თქმით, ერთ-ერთ შესაძლებლობად სამხედრო ძალის გამოყენებაც განიხილება.

"ჩვენ სამხედრო ძალას გამოვიყენებთ თუ საჭირო გახდება, მაგრამ გვირჩევნია მოვლენები ამ მიმართულებით არ განვითარდეს", - თქვა ჰეილიმ.

გარდა ამისა, ჰეილიმ ასევე გააფრთხილა ჩინეთი და სხვა ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ჩრდილოეთ კორეას, რომ მათი სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს თუ არ შეწყვეტენ კიმ ჩენ ინის რეჟიმისთვის დახმარების გაწევას.

კომენტარები