საიმიგრაციო პოლიტიკა

საგარეო ინდოელ ტურისტზე: საელჩო მას მყისიერად დაუკავშირდა და ელჩიც შეხვდება

ინდოეთის მოქალაქის მიერ გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით ტაბულა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ინდოეთის მოქალაქე ქუშბუ კაუშალი Facebook-ზე საქართველოში მიღებულ მძიმე გამოცდილებაზე წერს და ქართველ მესაზღვრეებს დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, ქუშბუ კაუშალის წერილის მიღების შემდეგ „საელჩო მყისიერად“ დაუკავშირდა ინდოეთის მოქალაქეს და მიმდინარეობს ტექნიკური დეტალების მოგვარება რათა მოხდეს ინდოეთში საქართველოს ელჩისა არჩილ ძულიაშვილისა და კაუშალის შეხვედრა.

ტაბულა აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, როგორც უწყებაში გამარტავენ ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ავრცელებენ. ტაბულა შსს-ს პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები