კათოლიკე ეკლესია

პაპმა ფრანცისკემ ლადარია ინკვიზიციის უფროსად დანიშნა

პაპი ფრანცისკე და რწმენის მოძღვრების კონგრეგაცია

კათოლიკე ეკლესიის რწმენის მოძღვრების კონგრეგაციას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წმიდა ინკვიზიციის სახელით იყო ცნობილი, ახალი პრეფექტი ჰყავს. ესპანელი მთავარეპისკოპოსი ლუის ლადარია ფერერი მოავლეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება. 

ლადარიამ რომის ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თანამდებობაზე, კარდინალი ლუდვიგ მიულერი შეცვალა, რომელიც პრეფექტის თანამდებობას ხუთი წლის განმავლობაში იკავებდა. პაპმა ფრანცისკემ მიულერს პრეფექტობის ვადა არ გაუხანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ 69 წლის გერმანელმა მღვდელმთავარმა წმიდა ოფისი დღეს, 2 ივლისს უნდა დატოვოს.

მიულერი თანამდებობაზე ჯერ კიდევ წინა პაპმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ დანიშნა, თუმცა კარდინალის ალისფერ მანტიას ის ამჟამინდელ პაპს უნდა უმადლოდეს.

ახალი პრეფექტი, ესპანელი იეზუიტი ლუის ლადარიაც, იმავე კონგრეგაციის მდივნის თანამდებობაზე წინა პაპის დანიშნულია.  

სარწმუნოების კონგრეგაცია ერესებისგან დასაცავად დაფუძნდა, დღეს მისი გაცხადებული მოვალეობა კათოლიკე ეკლესიის მიერ ნაქადაგები სწავლებისა და მორალის მეთვალყურეობაა.

კომენტარები