სპორტი

ყაველაშვილი: სექტემებერში იტალიელ პარლამენტარებს ფეხბურთი უნდა ვეთამაშოთ

გამოწვევები გვაქვს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. როგორც იცით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტია შემოსული და საზოგადოების და თქვენს გასაგონად მინდა ვთქვა, კოლეგებო, ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს. კოლეგებო, მინდა, მოგმართოთ, რომ ჩვენ თვითონ ჩავერთოთ ამ აქტივობებში. სექტემბერში იტალიის პარლამენტის გუნდი აპირებს ჩამოსვლას და ჩვენთან შეხვედრას - ეს იქნება ძალიან კარგი ნაბიჯი ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებისთვის. ურმავლესობას დაწყებული გვაქვს ეს აქტივობები - რამდენიმე დღის წინ ვეთამაშეთ ჯიპას სტუდენტებს, სხვა სტუდენტებთანაც იგეგმება ასეთი შეხვედრები. მოგიწოდებთ ჯანსაღი ცხოვრებისკენ ჩემო ძვირფასო კოლეგებო!

ყოფილი ფეხბურთელი, პარლამენტარი მიხეილ ყაველაშვილი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები