არაბთა გაერთიანებული საამიროები

საამიროების 8 პრინცესა მსახურებისადმი დამამცირებელ მოპყრობაში ბრალდებულად ცნეს

AFP

არაბთა გაერთიანებული საამიროების რვა პრინცესა ბრიუსელის სასამართლომ ტრეფიკინგსა და მოსამსახურეების მიმართ დამამცირებელ მოპყრობაში ბრალდებულად ცნო.

მათ 15 თვიანი პირობითი პატიმრობა და €165 ათასის გადახდა დაეკისრათ.

ბრალდების მტკიცებით, 2008 წელს ბელგიაში ვიზიტისას პრინცესები ოცზე მეტ თანხლებ მსახურს თითქმის მონურ პირობებში ამყოფებდნენ.

საქმე მას შემდეგ გახმაურდა, რაც ერთერთმა მსახურმა იმ სასტუმროდან გაქცევა მოახერხა, სადაც პრინცესები ცხოვრობდნენ. სასამართლომ განაჩენი მომხდარიდან ცხრა წლის შემდეგ გამოიტანა.

მსახურების თქმით, მათ აიძულებდნენ, ბრძნებები დღე-ღამეში 24 საათის მანძილზე შეესრულებინათ, არცერთი დასვენების დღე არ ჰქონდათ, სასტუმროდან გასვლა ეკრძალებოდათ, იატაკზე ეძინათ და პრინცესების საჭმლის ნარჩენებს ჭამდნენ.

შეიხა ჰამდა ალ-ნაჰიანი და მისი შვიდი ქალიშვილი საამიროების პრეზიდენტის ხალიფა ბინ ზაიიდის ნათესავები არიან. ისინი პროცესს არ ესწრებოდნენ.

კომენტარები