ტრანსპორტი

იორდანიული ავიაკომპანია ამანი-ბათუმის რეისების შესრულებას იწყებს

flickr.com

25 ივნისიდან ამანი-ბათუმის მიმართულებით იორდანიული ავიაკომპანია "Royal Wings" მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელებას იწყებს.

ფრენები 10 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში ორი სიხშირით - ოთხშაბათს და კვირას, Airbus A320 / Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ჩარტერული რეისების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 21 ივნისს მიანიჭა.

"Royal Wings" მეორე იორდანიული ავიაკომპანიაა "Air Arabia Jordan"-ის შემდეგ, რომელმაც საქართველოს მიმართულებით ოპერირება დაიწყო. ამანი - თბილისი - ამანის რეგულარულ ავიარეისებს "Air Arabia Jordan" 28 აპრილიდან ასრულებს.

კომენტარები