აფეთქება

ბრიუსელის ცენტრალურ სადგურზე აფეთქება მოხდა

TWITTER/REMYBONNAFFE

ბრიუსელის ცენტრალური სადგურის ევაკუაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აფეთქება მოხდა.  

ბელგიური მედიის ინფორმაციით, პირი, რომელსაც შაჰიდის ქამარი ეკეთა, სპეცრაზმელებმა ადგილზე მოკლეს. პოლიციამ სადგურის მიმდებარე ქუჩების ევაკუაცია მოახდინა.

როიტერსის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავებულები არ არიან. პოლიცია ამბობს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ევროპული საქართველოს დეპუტატი ირაკლი აბესაძე, რომელიც ბრიუსელში იმყოფება, საკუთარ FB გვერდზე ბრიუსელის ქუჩებში არსებული ვითარების ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას აქვეყნებს

როგორც ცნობილია, 2016 წლის მარტში 32 ადამიანი დაიღუპა ბრიუსელის აეროპორტსა და ერთ-ერთ მეტროსადგურში ტერაქტების შედეგად, რაზე პასუხისმგებლობაც ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები