აშშ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობა

ტრამპი: ოტო ვარმბიერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ჩრდილოეთ კორეას ეკისრება

cnbc.com

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის მიერ დაპატიმრებული, ამერიკელი სტუდენტის, ოტო ვარმბიერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ჩრდილოეთ კორეის მთავრობას დააკისრა.

"მსურდა მეთქვა, რომ ახლახანს გარდაიცვალა ოტო ვარმბიერი. მან წელიწადნახევარი ჩრდილოეთ კორეაში გაატარა. ძალიან ბევრი ცუდი რამ გადაიტანა, თუმცა საბოლოოდ, მისი სამშობლოში დაბრუნება მაინც მოვახერხეთ. მიუხედავად იმისა, რომ ოტო კომაში იყო, მისი მშობლები მაინც კმაყოფილები და ბედნიერები იყვნენ შვილის დაბრუნებით. სამწუხაროა, რომ ის ჩვენს შორის აღარ არის, ვუსამძიმრებ მის ოჯახს", - თქვა ტრამპმა.

ოტო ვარმბიერმა ჩრდილოეთ კორეაში 15 თვეზე მეტი პატიმრობაში გაატარა. 22 წლის სტუდენტი სასტუმროდან ჩრდილოეთ კორეის პროპაგანდის ნიშნის მოპარვის მცდელობისთვის დააკავეს.

ვარმბიერი სახლში 1 კვირის წინ დაბრუნდა. ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ის კომაში იყო, რაც ბოტულიზმმა გამოიწვია, ოჯახი კი ფიქრობს, რომ "დახურულ ქვეყანაში" წამების და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

სტუდენტს ტვინი ჰქონდა დაზიანებული, როდესაც ჩრდილოეთ კორეიდან ოჰაიოში გადაიყვანეს. ოჯახის განცხადებით, ვარმბიერს არ შეეძლო საუბარი, არ ჰქონდა მხედველობა და არ რეაგირებდა სხვების ლაპარაკზე.

კომენტარები