საქართველოს პატრიარქი

ილია II: რთული დროა, მსოფლიოს ბოლომდე არ ესმის მართლმადიდებლობის მნიშვნელობა

დღეს რთული დროა. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოს ბოლომდე არ ესმის ქრისტიანობის მნიშვნელობა, მართლმადიდებლობის მნიშვნელობა. ეკლესიის მოვალეობაა, განუმარტოს მსოფლიოს, რომ ჩვენ სიკეთის მეტი არაფერი გვამოძრავებს, სიკეთე გვინდა სუფევდეს მსოფლიოში, ჩვენს საქართველოში და ყველგან. ამიტომ ჩვენ უნდა ვიქადაგოთ სიკეთე, სიყვარული. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სიკეთე. ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. დღეს ხშირი შემთხვევაა, როცა მართლმადიდებლობას აკრიტიკებენ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევ მართლმადიდებლობა გადაარჩენს კაცობრიობას, მართლმადიდებლობა ყველაფერს გააკეთებს, რათა სიკეთე და სიყვარული სუფევდეს მსოფლიოში. 

პატრიარქი ილია მეორე დღევანდელი ქადაგებისას.

კომენტარები