ბირჟა მაფია

"ბირჟა მაფიას" კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებლის ვიდეო Youtube-დან წაიშალა

"ბირჟა მაფიას" კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებლის ვიდეო ავტორმა Youtube-დან წაშალა.

ვიდეოში მსახიობი ამბობდა, რომ კლიპში მისი მონაწილეობა შეცდომა იყო. მისი თქმით, "საღადაოდ გადაღებულ ვიდეოში" მონაწილეობას ისე დათანხმდა, არ იცოდა, რომ ვიდეოს კლიპში გამოიყენებდნენ და არც ამ კლიპის შინაარსი იყო მისთვის ცნობილი. 

"მას მერე რაც საღადაოდ გადაღებული ვიდეო აღმოჩნდა კლიპი და youtube-ზე დაიდო... რომ ვნახე აშკარა პროპაგანდა ნაკროტიკული საშუალებების, იარაღის, პოლიციის დაკნინება... უბრალოდ არ მინდოდა ამ ყველაფრის ნაწილი ვყოფილიყავი და ამიტომ მივედი, ვთხოვე, რომ ეს კლიპი აეღოთ და ამოეჭრათ იქიდან ჩემი მომენტები, რაზეც უარი მივიღე. ნუ, შემეძლო მეჩივლა, საბოლოო ჯამში ამ კადრებს უბრალოდ ბლარი დაადეს, თავისი სურვილით. მოკლედ, ამ ვიდეოთი იმის თქმა მსურდა, რომ დაუფიქრებელი, გაუთვალისწინებელი ნაბიჯი გადავდგი, გაურკვევლობაში გავეხვიე, ვწუხვარ ამის გამო. ფაქტია, რომ სანამ მეგობარს დახმარებას დავპირდები, რეალურად უნდა გავიგო რას ემსახურება ესა თუ ის საქმე და შემდეგ უკვე დავეხმარო სხვას", - ამბობდა მსახიობი ვიდეომიმართვაში, რომელიც აღარ იძებნება.

დაკავებული რეპერის, მიხეილ მგალობლიშვილის განცხადებით: "დავფარე პოლიციელი მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ პოლიციელებისგან მოდიოდა  საშიშროება, ვიფიქრეთ, რომ ეს საკმარისი იყო".

გუშინ პარლამენტის ძველ შენობასთან რეპერების მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი მივიდა. აქციის დასრულებამდე ბერა ივანიშვილმა საკუთარ Fb-გვერდზე "ბირჟა მაფიას" მხადამჭრი პოსტი გამოაქვეყნა. ცოტა ხანში კი პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდა, რაც მოგვიანებით ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ მოიწონა.

კომენტარები