ბირჟა მაფია

პოლიციელის როლის შემსრულებელი "ბირჟა მაფიას" კლიპში მონაწილეობას ნანობს

ბირჟა მაფია

მსახიობი, რომელიც "ბირჟა მაფიის" კლიპში პოლიციელის როლს ასრულებს, youtube-ზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და კლიპში მის მონაწილეობას შეცდომას უწოდებს. 

მისი თქმით, "საღადაოდ გადაღებულ ვიდეოში" მონაწილეობას ისე დათანხმდა, არ იცოდა, რომ ვიდეოს კლიპში გამოიყენებდნენ და არც ამ კლიპის შინაარსი იყო მისთვის ცნობილი. 

"მას მერე რაც საღადაოდ გადაღებული ვიდეო აღმოჩნდა კლიპი და youtube-ზე დაიდო... რომ ვნახე აშკარა პროპაგანდა ნაკროტიკული საშუალებების, იარაღის, პოლიციის დაკნინება... უბრალოდ არ მინდოდა ამ ყველაფრის ნაწილი ვყოფილიყავი და ამიტომ მივედი, ვთხოვე, რომ ეს კლიპი აეღოთ და ამოეჭრათ იქიდან ჩემი მომენტები, რაზეც უარი მივიღე. ნუ, შემეძლო მეჩივლა, საბოლოო ჯამში ამ კადრებს უბრალოდ ბლარი დაადეს, თავისი სურვილით. მოკლედ, ამ ვიდეოთი იმის თქმა მსურდა, რომ დაუფიქრებელი, გაუთვალისწინებელი ნაბიჯი გადავდგი, გაურკვევლობაში გავეხვიე, ვწუხვარ ამის გამო. ფაქტია, რომ სანამ მეგობარს დახმარებას დავპირდები, რეალურად უნდა გავიგო რას ემსახურება ესა თუ ის საქმე და შემდეგ უკვე დავეხმარო სხვას", - აცხადებს მსახიობი.

დაკავებული რეპერის, მიხეილ მგალობლიშვილის განცხადებით: "დავფარე პოლიციელი მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ პოლიციელებისგან მოდიოდა  საშიშროება, ვიფიქრეთ, რომ ეს საკმარისი იყო".

კომენტარები