ბირჟა მაფია

პროკურატურა აცხადებს, რომ რეპერების დაკავების გარემოებებს შეისწავლის

მიხეილ მგალობლიშვილი (Young mic) და გიორგი ქებურია (Kay G)
Facebook/ Young mic

საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ ჯგუფ "ბირჟა მაფიას" წევრების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს პროკურატურა შეისწავლის. 

"საქართველოს პროკურატურა შეისწავლის ბრალდებულების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს. მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება მათი გამოკითხვა, რის შემდეგაც, საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება", - აცხადებს პროკურატურის პრესსპიკერი ნათია სუხიაშვილი.

დღეს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, სადაც უჩა ნანუაშვილი პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს "ბირჟა მაფიას" წევრების დაკავების ის მოტივები, რაც დაკავებულებმა და მათი ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.

კომენტარები