ბათუმის არეულობა

კახა ბუხრაძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი აღარ არის

კახა ბუხრაძე

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა. სწორედ მას უკავშირდება 11-12 მარტის ბათუმის მოვლენები. მაშინ მის გადადგომას მოითხოვდნენ და მიზეზად გახშირებულ ჯარიმებს ასახელებდნენ.

შსს-ს ცნობით, ეს გადაწყვეტილება რეგულარულ როტაციას უკავშირდება.

კახა ბუხრაძეს, არსებული ინფორმაციით, რუსთავის საპატრულო პოლიციის უფროსი ლევან მაისურაძე შეცვლის.

კომენტარები