ბათუმის არეულობა

ბათუმის 11-12 მარტის არეულობასთან დაკავშირებით კიდევ 6 პირია დაკავებული

აჭარის მთავრობის პრესსამსახური

ბათუმის 11-12 მარტის არეულობასთან დაკავშირებით კიდევ 6 პირია დაკავებული, ამჯერად სისხლის სამართლის მუხლებით.

"ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 6 პირი საქართველოს სსკ-ს 353-ე და 225-ე პრიმა მუხლებით (მასობრივი არეულობა და პოლიციელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა). სხვა პირთა იდენტიფიცირებისა და მტკიცებულებების მოპოვების მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მანამდე, შსს-მ 40 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. ბოლო დღეების მანძილზე ბათუმის სასამართლოში ათობით საქმე განიხილებოდა, ზოგიერთი მათგანი გამართლდა, ზოგს კი 250-250-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

კომენტარები