ბათუმის არეულობა

ტუღუში ბათუმზე: სამწუხაროდ, კვირიკაშვილს საფუძველი მიეცა, თითი ვინმესკენ გაეშვირა

თეორემა/ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატ გიორგი ტუღუშს ხელისუფლებისგან ბათუმის 11-12 მარტის არეულობის გამოძიების იმედი არ აქვს.

"სამწუხაროდ, გვაქვს ქართული ოცნების გამოცდილება, რას როგორ იძიებენ, ძალიან კარგად ვიცით.

რომ გეკითხათ ხელისუფლებისთვის, კორცხელის ინციდენტიც ნაციონალური მოძრაობის მოწყობილი იყო. რაც შეეხება ბათუმის ინციდენტს, რა თქმა უნდა, არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ამ ფაქტს ნორმალურად გამოიძიებენ. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათი აქტივისტები, ე.წ ღარიბაშვილის დაჯგუფებები აქტიურობდნენ, რომლებიც ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს ატერორებდნენ და სხვადასხვა უკანონო აქციას აწყობდნენ, ახლა აქ ამოყეს თავი და, შესაბამისად, არანაირი იმედი, რომ გამოიძიებენ, არ მაქვს.

ამავდროულად, ძალიან სამწუხაროა, რომ კვირიკაშვილს თუნდაც ირიბი საფუძველი მიეცა ოპოზიციის გარკვეული არასწორი მოქმედებებით, რომ ამ საკითხზე ელაპარაკა და საშუალება მისცემოდა, თითი ვინმესკენ გაეშვირა", - თქვა გიორგი ტუღუშმა.

დღევანდელი ინფორმაციით, ბათუმის 11-12 მარტის არეულობასთან დაკავშირებით კიდევ 6 პირია დაკავებული, ამჯერად სისხლის სამართლის მუხლებით.

კომენტარები