ნარკოდანაშაული

ბიოსა და MDMA-ს შეძენა-შენახვისთვის მამაკაცი დააკავეს

შსს

სამართალდამცველებმა თბილისში 1982 წელს დაბადებული დ.პ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულის ბინის ჩხრეკისას, 56 აბი ნარკოტიკული საშუალება "მდმა" და 1.8876 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. "ბიო" ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის  მე-2 და მე-3  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები