ტერაქტი ლონდონში

ლონდონის ტერაქტის დროს დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

bbc.com

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. დაშავებულია 48 ადამიანი. ტერაქტისას ერთი პოლიციელიც დაშავდა. სამართალდამცველებმა სამი დავდამხსმელი მოკლეს. ლონდონში ტერაქტი გუშინ საღამოს ლონდონის დროით 22:00 საათზე მოხდა. სატვირთო ავტომობილი ლონდონის ხიდზე ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. 

ლონდონის ხიდზე სატვირთო მანქანის შეჯახების გარდა, ქალაქის ორ ადგილას (ვოქსჰოლი და ბოროუს ბაზრობა) იყო სროლა და დანით თავდასხმა, რასაც პოლიციამ სროლითვე უპასუხა. 

დიდ ბრიტანეთში რამდენიმე დღეში საპარლამენტო არჩევნები იმართება.

კომენტარები