ტერაქტი ლონდონში

MFA: ტერაქტისას დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

"ამ ეტაპზე ბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს." - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ლონდონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +44 7872 064830.
ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

ლონდონში ტერაქტი გუშინ საღამოს ლონდონის დროით 22:00 საათზე მოხდა. სატვირთო ავტომობილი ლონდონის ხიდზე ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ტერატის შედეგად 7 ადამიანი დაიღიპა, 48 კი დაშავდა.

კომენტარები