აფგან მუხთარლის საქმე

ჯეჯელავა მუხთარლიზე: რატომ არ აფიქრდებათ, რომ შესაძლოა ის A პუნქტიდან B-ში წასულიყო

როდესაც ეროვნული უსაფთხოების საკითხებს ეხება, ოპოზიცია, რომელიც თავისი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ცდილობს ამ თემის [აფგან მუხთარლის გატაცების საქმე] და უსაფუძვლო ბრალდებებით შემოდის, მთავარი შეკითხვა და მთავარი სინანული, რა თქმა უნდა, ჩემთვის არის ეს, რომ ფაქტად არის მიღებული, დაშვება, რომ ეს ადამიანი გაუჩინარდა თბილისის ცენტრში, თუმცა არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ შესაძლებელია ეს ადამიანი წასულიყო A პუნქტიდან და ჩასულიყო B პუნქტში. რატომ არ აფიქრდებათ ეს ალტერნატივა... [პასპორტის გარეშე] მათ შორის, თუ უკანონოდ აპირებდა საზღვრის გადაკვეთას, აუცილებლად ასე იზამდა.

 

ვიცეპრემიერი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს ოპოზიციის, პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო სექტორის იმ განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოდან ქართველმა სამართალდამცველებმა გაიტაცეს

კომენტარები