თავდასხმა

ფილიპინების დედაქალაქში მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა

EPA

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა.

თავდასხმა მანილას ერთ-ერთ სასტუმროსა და კაზინოს კომპლექსში მოხდა, სადაც ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი კაზინოს მაგიდებს ცეცხლი წაუკიდა.

სამართალდამცველების ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა კვამლისგან გაიგუდა. მათივე ცნობით, თავდამსხმელმა შემდეგ ცეცხლი წაიკიდა და თავი მოიკლა.

ფილიპინური მხარის ცნობით, მომხდარი ყაჩაღობის მცდელობა იყო, თუმცა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომაც აიღო.

კომენტარები