აფგან მუხთარლი

უგულავა: ნუ გავიშვერთ ხელს აზერბაიჯანისკენ, პრობლემა ჩვენი უთავმოყვარეო მთავრობაა

აზერბაიჯანი, შესაბამისად მისი მთავრობა, არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი. და ეს ორმხრივ ინტერესს ეფუძნება. ნურავინ შეეცდება, ამ სტრატეგიული მეგობრობით ახსნას ან გაამართლოს ის, რაც გუშინ მოხდა (თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება, რომელიც შემდეგ ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, ხოლო მისი პასპორტი თბილისში, ბინაში). თუ რამე ანგრევს პარტნიორობას, ეს ცალმხრივი უთავმოყვარეობაა. ასე ხდება ხოლმე, როცა მეგობრობას დაანგრევ შენი სიხარბით, გამოუცდელობით და მერე პარტნიორობის აღდგენის სურვილით ყველანაირ სისულელეზე თანხმდები. ჩვენ და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას სწორედ ასეთი რამ აყენებს ჩრდილს. ნუ გავიშვერთ ხელს აზერბაიჯანისკენ. პრობლემა ჩვენი უთავმოყვარეო მთავრობაა.

მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებასა და აზერბაიჯანში დაკავებაზე.

კომენტარები