ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ფეხბურთი

რომი უკანასკნელ იმპერატორს დაემშვიდობა - 10 გამორჩეული მომენტი ტოტის კარიერიდან

ორშაბათი, 29 მაისი, 2017 - 14:55
tbl.ge/2c2o
დაკოპირდა
ტოტის დებიუტი რომას შემადგენლობაში 1993 წლის 28 მარტს, ბრეშას წინააღმდეგ შედგა. ტოტი ამ დროს 16 წლის იყო.Getty Images
1999 წელს, 22 წლის ასაკში ტოტი რომას კაპიტნად აირჩიეს. ტოტი იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა.Getty Images
2001 წელს კარიერაში პირველად და უკანასკნელად ტოტიმ მოიგო იტალიის ჩემპიონატი. წლების შემდეგ ტოტი ამბობდა, რომ რომასთან ერთად მოგებული ერთი ტიტული, მისთვის იუვენტუსთან ან მადრიდის რეალთან ერთად მოგებულ 10 ტიტულს უდრიდა.Getty Images
2006 წელს ტოტიმ იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. დიდი გამარჯვების შემდეგ ტოტიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ნაკრების მაისური ტოტიმ სულ 58-ჯერ მოირგო და 9 გოლი გაიტანა.Getty Images
2014 წელს მანჩესტერ სიტისთან გატანილი გოლით, ტოტი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. მან რაიან გიგზის რეკორდი გააუმჯობესა.Getty Images
2015 წელს ტოტიმ რომაულ დერბიში ლაციოს 2 გოლი გაუტანა. 11 გოლით ის დერბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მეთერთმეტე გოლი ტოტიმ გულშემატკივრებთან სელფით აღნიშნა.Reuters
21 მაისს, რომის ლაციოს ფანებმა ტოტის გამოსამშვიდებელი ბანერი მიუძღვნეს. "მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ მტრები ვიყავით, თუმცა ჩვენ გემშვიდობებით! შეუჩერებელი."Getty Images
28 მაისს, ტოტის უკანასკნელ მატჩში რომას მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ტოტი სათადარიგო სკამზე დატოვა. Reuters
უკანაკნელ მატჩში ტოტი მოედანზე 54-ე წუთზე შემოვიდა.Reuters
ფრანჩესკომ ტოტიმ რომაში გატარებულ 25 სეზონში, 786 მატჩი ჩაატარა და 307 გოლი გაიტანა, აქედან 250 იტალიის ჩემპიონატში, სადაც მასზე მეტი გოლი მხოლოდ სილვიო პიოლას აქვს გატანილი (274).Daily Mail

ფრანჩესკო ტოტიმ 25 წლიანი საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 25-ვე წელი ტოტიმ რომაში გაატარა, ჯამში მან ამ კლუბის მაისურით 786 მატჩი ჩაატარა.

40 წლის ტოტიმ გუშინ უკანასკნელი მატჩი ჩაატარა, იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში რომა ჯენოას მასპინძლობდა, ტოტი მოედანზე 54-ე წუთზე შემოვიდა. ამავე ზაფხულში, სავარაუდოდ, რომას სპორტულ დირექტორად დაინიშნება.

ტოტის გაცილების კადრები.

ფრანჩესკო ტოტირომაიტალიაფეხბურთი

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 21 თებერვალი, 2025 - 12:48ესპანეთის სასამართლომ კოცნის სკანდალის გამო ლუის რუბიალესი დააჯარიმა
  • შაბათი, 2 ნოემბერი, 2024 - 22:16UEFA-მ საქართველო ალბანეთთან მატჩზე მომხდარი დარღვევების გამო €46 000-ით დააჯარიმა
  • ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი, 2024 - 18:27საქართველოს მატჩის დროს მომხდარი ინციდენტების გამო UEFA-მ ალბანეთის ნაკრები €35 000-ით დააჯარიმა
  • ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი, 2024 - 12:00ბერძენი ფეხბურთელი, ჯორჯ ბალდოკი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • სამშაბათი, 8 ოქტომბერი, 2024 - 12:40ტაჯიკეთის საფეხბურთო ნაკრებმა რუსეთთან თამაშზე უარი თქვა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

პუტინი: კიევი ცდილობს ზიანი მიაყენოს ეკონომიკას და საზოგადოებაში ნერვული ვითარება შექმნას
ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026 - 21:25

პუტინი: კიევი ცდილობს ზიანი მიაყენოს ეკონომიკას და საზოგადოებაში ნერვული ვითარება შექმნას

სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 11.5 წლით პატიმრობის ნაცვლად, 17 წელი მიუსაჯა
ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026 - 21:12

სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 11.5 წლით პატიმრობის ნაცვლად, 17 წელი მიუსაჯა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026 - 21:02

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026 - 20:45

ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს

რუსეთმა დიზელის ექსპორტი აკრძალა – ქვეყანაში უკრაინული იერიშების გამო საწვავის დეფიციტია
ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026 - 19:58

რუსეთმა დიზელის ექსპორტი აკრძალა – ქვეყანაში უკრაინული იერიშების გამო საწვავის დეფიციტია

ყველაზე კითხვადი

მამა ანდრიას თქმით, ევროპარლამენტის "უნიათობით" ქვეყანაში ანტიევროპული განწყობები მატულობს
1მამა ანდრიას თქმით, ევროპარლამენტის "უნიათობით" ქვეყანაში ანტიევროპული განწყობები მატულობს
2"მანქანა გამიჩერდა. ავზი ნულზეა" - ვოლოგდის გუბერნატორი
3ჰიპერი: ისტორიის გადაწერის მცდელობაა, თითქოს ევროკავშირი ბელარუსს ომში ითრევს
4ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
5დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში