სტრასბურგის სასამართლო

ვარძელაშვილი: მოულოდნელი იყო გახმაურებულ საქმეებზე კომისიის კითხვები

კონსტანტინე ვარძელაშვილი
ნეტგაზეთი

სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველ კონსტანტინე ვარძელაშვილის გასაუბრება იუსტიციის სამინისტროში დასრულდა. ვარძელაშვილი, როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, ტელეკომპანია რუსეთავი 2-ის საქმეზე და თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილების აღსრულება არხის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე შეაჩერა.

ვარძელაშვილის თქმით, კომისიამ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები, რაც მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

"კითხვები იყო სხვადასხვა ხასიათის. იყო სამართლებრივი ხასიათის კითხვებიც, მაგრამ, ჩემთვის მოულოდნელად, იყო კითხვები, რომლებიც უკავშირდებოდა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის ე.წ. გახმაურებულ საქმეებს - იყო თუ არა განპირობებული გარკვეული პოლიტიკური სიმპატიებით საკონსტიტუციო სასამართლოს ესა თუ ის გადაწყვეტილება. ეს კითხვები ჰქონდათ კომისიის რამდენიმე წევრს, მათ შორის კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანს. რუსთავი 2-ის საქმესაც შევეხეთ", - ამბობს ვარძელაშვილი.

სტრასბურგის მოსამართლეობა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილსაც სურდა, თუმცა, მან კანდიდატურა "კითხვების არსებობის" მიზეზით მოხსნა.

გასაუბრების პროცესი სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთათვის უკვე დასრულებულია.

კომენტარები