საქართველოს პატრიარქი

ილია II ემიგრანტებს: თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში

მე მინდა, მადლობა მოგახსენოთ იმ სულიერი თუ მატერიალური დახმარებისთვის, რასაც სამშობლოსთვის აკეთებთ. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც მოღვაწეობენ და ცხოვრობენ უცხოეთში, არ დაივიწყონ ქართული ენა, ქართული კულტურა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი "ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" მიმდინარეობს, რომელსაც პატრიარქი ილია მეორეც ესწრება.

კომენტარები