სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ჯ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო 1961 წელს დაბადებული ფ.მ ამხილეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ჯ.-მ, ფ.მ.-ს დახმარებით, ექსპლუატაციისათვის უვარგისი, დაშლილი MERCEDES BENZ S550-ის მოდელის ავტომანქანის საიდენტიფიკაციო კოდი სხვა, ექსპლუატაციისთვის ვარგის ავტომანქანაზე მიამაგრა და მისი გამოყენებით სს „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი ავტოლომბარდიდან 25 000-ლარიანი სესხი მიიღო.
"ბრალდებულმა აღნიშნული ქმედებებით სს „ლიბერთი ბანკს“ 25 000 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიაყენა" - აცხადებს შსს.
გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).





