საკონსტიტუციო ცვლილებები

მდინარაძე: ვფიქრობთ, ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება დადებითი ყველა საკითხზე

რაიმე კონკრეტულ კრიტიკულ შენიშვნას ვენეციის კომისიისგან არ ველით, თუმცა არის საკითხები, რომელთა გარშემო იქნება დისკუსია ამ დღეების განმავლობაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში, ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება დადებითი ყველა საკითხთან მიმართებით, მაგრამ თუ იქნება რაიმე კონკრეტული შენიშვნა უარყოფით კონტექსტში, ჩვენ ასეთი ცვლილების განხორციელებაზე ვამბობთ უარს. ეს წინასწარვე დავაანონსეთ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო ცვლილებების ბერლინში დაგეგმილ განხილვაზე.

კომენტარები