რუსთავში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი მალევე გადაიყვანეს საავადმყოფიში და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს. პოლიციამ ერთი პირი უკვე დააკავა.





