აშშ-NATO

წევრი ქვეყნების მიერ ხარჯების არ გაზრდის შემთხვევაში, აშშ NATO-ს დატოვებით იმუქრება

AP

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი NATO-ს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვაზე ხარჯის გაზრდის შესახებ დაპირებებით კმაყოფილია, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ თუ წევრი ქვეყნები დაპირებებს არ შეასრულებენ აშშ ალიანსის დატოვებაზე დაფიქრდება.

"პრეზიდენტი კმაყოფილია იმით რასაც ხედავს. მას სურს NATO-ში დარჩენა, თუმცა აშშ არ დარჩება ალიანსში, თუ ალიანსმა არ განიცადა უფრო სწრაფი პროგრესი", - თქვა თეთრი სახლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

წლის დასაწყისში ტრამპი ამბობდა, რომ NATO მოძველდა და პრობლემები აქვს. ამის მიზეზად ტრამპი იმას ასახელებდა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები არ იხდიან იმ თანხას, რომელიც უნდა გადაიხადონ და მათ ევალებათ მეტი ტერორიზმთან ბრძოლაში. გასულ თვეში კი, ტრამპმა აღნიშნა, რომ NATO მოძველებული ორგანიზაცია აღარ არის. მისი თქმით, ალიანსმა მიდგომა შეცვალა და ახლა ისინი ებრძვიან ტერორიზმს.

25 მაისს, ქალაქ ბრიუსელში, ტრამპი NATO-ს ლიდერებს შეხვდება. მოსალოდნელია, რომ ტრამპი წევრი ქვეყნების ლიდერებს თავდაცვაზე ხარჯის გაზრდაზე დაელაპარაკება. ალიანსის წევრებმა ახალი პირობების მიხედვით თავდაცვაზე მშპ-ის 2 % უნდა დახარჯონ.

კომენტარები