საქართველოს პატრიარქი

ილია II: ოჯახში იერარქია უნდა იყოს დაცული და მისი თავი უნდა იყოს ქმარი

სიყვარული რომ არ განქარდეს და ოჯახმა ბედნიერება შეინარჩუნოს, მისმა წევრებმა ერთმანეთისთვის ცხოვრება უნდა ისწავლონ და თავისი გარემო მცირე ეკლესიად აქციონ. რას ნიშნავს ეს? ოჯახში იერარქია (უფროს-უმცროსობა) უნდა იყოს დაცული და მისი თავი უნდა იყოს ქმარი, როგორც ამას უფალი ბრძანებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი რაიმეთია უპირატესი, არამედ მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ევალება მზრუნველობა და დაცვა ოჯახისა. ზრუნვა კი გულისხმობს არა მარტო მატერიალურ უზრუნველყოფას, არამედ ღვთის წინაშე მეოხებასაც.

ინტერპრესნიუსის ცნობით, პატრიარქი ილია მეორის მიერ დაწერილი წინასიტყვაობა პერიოდულ ჟურნალში “ბედნიერი ოჯახი” დაიბეჭდა. პატრიარქის წინასიტყვაობა საზოგადოებას დღეს მეუფე დანიელმა წაუკითხა.

კომენტარები