ყალბი ფულის გასაღება

ყალბი ერთლარიანების გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, საკუთარ ანგარიშზე სისტემატურად რიცხავდა ერთი ლარის ნომინალის ყალბი ლითონის მონეტებს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულმა საერთო ჯამში 5 357 ცალი ყალბი ერთლარიანი მონეტა გაასაღა. 

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები