ადგილობრივი თვითმმართველობა

კობახიძე: გამგებელს შეიძლება ეწოდოს მერი

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

გამგებელს შეიძლება ეწოდოს მერი - ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ეს ტექნიკური ცვლილებაა და მხოლოდ სახელწოდებას ეხება.

"საუბარია მხოლოდ სახელწოდების შეცვლაზე - გამგებელს შეიძლება ეწოდოს მერი, რაც არის ევროპაში საყოველთაოდ აპრობირებული პრაქტიკა. ეს ცვლილება ინსტიტუტს არ ეხება, ეხება მხოლოდ სახელწოდებას. ეს მხოლოდ ტექნიკური ცვლილებაა. ეს ტერმინები იწვევს აღრევას. ადამიანებს ჰგონიათ, რომ მერი სხვა რამეა და გამგებელი - სხვა. მათ ერთი და იგივე უფლებამოსილებები აქვთ, უბრალოდ ერთი არის ხელმძღვანელი და მეორე სათემო მუნიციპალიტეტის", - ამბობს კობახიძე. 

კომენტარები