ადგილობრივი თვითმმართველობა

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ახალი თანამდებობა საკრებულოში

თბილისის საკრებულო

საკრებულოებში ახალი თანამდებობა - საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა შემოდის. ეს ანაზღაურებადი პოსტი იქნება. 

კანონპროექტის მიხედვით, დგინდება, რომ ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს ოთხი მოადგილისა, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი და უფლებამოსილება ფრაქციის წესდებით განისაზღვრება.

შესაბამისი ცვლილებები ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ხორციელდება, რომელიც პარლამენტის წევრებმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, ოთარ დანელიამ და დავით სონღულაშვილმა მოამზადეს. 

ცვლილებები ოპოზიციისთვის მიუღებელია. 

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

კომენტარები