ლაშა თორდიაზე თავდასხმა

ნანუაშვილი თორდიაზე: ეს ფაქტი არის ერთგვარი ტესტი საგამოძიებო ორგანოებისთვის

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იმედოვნებს, რომ საგამოძიებო ორგანოები ამჯერად მაინც გამოიძიებენ ძალადობის ფაქტს. ის გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე თავდასხმას გულისხმობს.

"საკუთარი ინიციატივით ვიწყებთ ამ საქმის შესწავლას, დავაკვირდებით გამოძიების მიმდინარეობას, იმედი მაქვს, ამჯერად მაინც მოხდება ადეკვატური რეაგირება და ეს საქმე იქნება გამოძიებული. სამწუხაროდ, მსგავსი ძალადობის ფაქტები კონკრეტულ თანამდებობის პირებზე არ გამოიძიეს. ეს ფაქტი არის ერთგვარი ტესტი საქართველოს საგამოძიებო ორგანოებისთვის", - თქვა ნანუაშვილმა.

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს. ის მომხდარს აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშირებს, კერძოდ კი, 2016 წელს მიწების გადაცემას, სადაც ფარცხალაძე ფიგურირებს. გამოძიება დაწყებულია სსკ 126-ე, ძალადობის მუხლით. თავად ოთარ ფარცხალაძე ამბობს, რომ კონფლიქტის ინიციატორი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო. თორდიამ კი ფარცხალაძეს მოუწოდა, ნარკოგამოკვლევა ორივემ ჩაიტარონ, რათა გაირკვეს, ვინ რისი თრობის ქვეშ იყო. 

კომენტარები