NDI-ის გამოკითხვა

NDI: ყველაზე მეტად სერგეენკოს საქმიანობა მოსწონთ, ყველაზე ნაკლებად ქუმსიშვილის

commersant.ge

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. 

მოსახლეობის 43%-ს ჯანდაცვის მინისტრ, დავით სერგეენკოს საქმიანობა ყველაზე მეტად მოსწონს, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის კი ყველაზე ნაკლებად.

ნახეთ გამოკითხვის შედეგები სხვა მინისტრებთან მიმართებითაც:

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.

კომენტარები