NDI-ის გამოკითხვა

NDI: 17% - ევროპული საქართველოს დაფუძნება ოპოზიციას გააძლიერებს, 47% - არაფერს შეცვლის

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 79%-ს სმენია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ნაწილმა დატოვა ენმ და დააფუძნა ახალი პარტია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო, კვლევაში მონაწილეთა 16%-ს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ხოლო 4%-მა არ იცის.

ამასთან, გამოკითხულთა 17% ფიქრობს, რომ "ევროპული საქართველოს" დაფუძნება საქართველოში ოპოზიციას გააძლიერებს, ასევე 17% მიიჩნევს, რომ დაასუსტებს, ხოლო 47%-ის აზრით, არაფერი შეიცვლება, კვლევაში მონაწილეთა 19% პასუხობს, რომ არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.

კომენტარები