NDI-ის გამოკითხვა

NDI: 47% ფიქრობს, რომ პარლამენტში მაჟორიტარი კანდიდატები უნდა შევინარჩუნოთ

გარემოს დაცვის სამინისტრო

ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი გამოკითხვის თანახმად, 47% ფიქრობს, რომ პარლამენტში მაჟორიტარი კანდიდატები უნდა შევინარჩუნოთ, ხოლო 28% მიიჩნევს, რომ - არა. ამასთან, გამოკითხულთა თითქმის მეოთხედმა (24%) თქვა, რომ არ იცის, უნდა ავირჩიოთ თუ არა პარლამენტში მაჟორიტარი კანდიდადები.

31%-ის აზრით, მოსახლეობის საჭიროებები უკეთ ესმის მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატს, ხოლო 12% ფიქრობს, რომ - პარტიული სიით არჩეულს. 29% თვლის, რომ არც მაჟორიტარული და არც პარტიული სიით არჩეულ დეპუტატს არ ესმის მოსახლეობის საჭიროებები, ხოლო 12%-ის აზრით- ორივეს თანაბრად ესმის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.

კომენტარები