ხვალ, 13 მაისს, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ, კომპანია "თელასი" ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ასევე, ავშნისა და რეხის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ.
თელასი