NDI-ის გამოკითხვა

NDI: მოსახლეობის 78% - რუსეთი მისი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, როგორ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი მისი მეზობელი ქვეყნებისთვის, საქართველოს მოსახლეობის 57% პასუხობს, რომ დიდ საფრთხეს, 21% - მცირე საფრთხეს, 11% კი საფრთხეს საერთოდ ვერ ხედავს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.

კომენტარები