შეზღუდვები გზებზე

14 მაისს, ველო-გარბენის გამო, ჭავჭავაძიდან თავისუფლების მოედნამდე გზები გადაიკეტება

facebook.com/CityHallofTbilisi

14 მაისს 9:00-დან 12:00 საათამდე ჭავჭავაძის, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირები, ასევე თავისუფლების მოედანი და მისი მკვეთი ყველა ქუჩა გადაიკეტება - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ველო-გარბენი - „გზა ევროკავშირისკენაა", რომელიც ევროპის დღეებისა და საგზაო მოძრაობის კამპანიის უსაფრთხოების ფარგლებში 14 მაისს გაიმართება.

უწყების ინფორმაციით, ველო-გარბენი სტარტს ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელიდან აიღებს და თავისუფლების მოედანზე დასრულდება.

კომენტარები