სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1966 წელს დაბადებული ნ.ჰ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 12,595 გრ ჰეროინს შეიცავს.
"ნ.ჰ.-ს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა" - აცხადებს შსს და განმარტავს, რომ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
ნარკოდანაშაული
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის, ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com




