ხვალ 12 მაისს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას, თელასი ავრცელებს. შეზღუდვის მიზეზი გეგმიური სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოებია.
ნაძალადევის რაიონში 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ავშნის და რეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოსრაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.





