ვიზალიბერალიზაცია

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე კანონპროექტი დაამტკიცა

Shutterstock

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის მინიჭების თაობაზე საკანონმდებლო წინადადება დაამტკიცა. 

საბოლოო გადაწყვეტილების ხელმოწერის ცერემონია 17 მაისს შედგება. ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაესწრება.

გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში შევა ძალაში. 11 ივნისიდან კი, უკრაინის მოქალაქეები უვიზო მიმოსვლას მიიღებენ.

კომენტარები