საქართველოს კონსტიტუცია

კობახიძე: კონსტიტუცია არ არის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"

საფრანგეთი არის არასაპარლამენტო, ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ საპარლამენტო სისტემებში, სადაც პრეზიდენტს ირჩევენ პირდაპირი წესით, წარმოიშობა სისტემური პრობლემები. საფრანგეთი არ არის საპარლამენტო რესპუბლიკა, საქართველო კი არ არის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", ჩვენთვის საყვარელი ნაწარმოები. კონსიტიტუციის განმარტებისთვის არ გამოდგება.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პასუხი მოქალაქეს, რომაელმაც მას ზუგდიდში, კონსტიტუციის პროექტის საერთო სახალხო განხილვაზე მიმართა "როდესაც ილიკო ჩიგოგიძეს ეკითხება ილარიონ შევარდნაძე „რა კარგია ცალი თვალი და რა ცუდია ორი თვალი“ . აბსოლუტურად იგივე შთაბეჭდილება შემექმნა, როდესაც ბატონი ირაკლი კობახიძე უსამძიმრებდა იმ ქვეყნებს, სადაც პრეზიდენტს ირჩევენ პირდაპირი წესით. შემექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჩემი ოჯახის წევრებს, როდესაც საფრანგეთში აირჩიეს მაკრონი, ლამის გავუგზავნო დეპეშა იმისთვის, რომ რა ცუდია პირდაპირი წესით არჩეული მაკრონი და რა კარგია 300 მგოსნის მიერ არჩეული მომავალი პრეზიდენტი"

კომენტარები