პლებისციტი

თავისუფალი დემოკრატები პლებისციტის ჩატარებას მხარს უჭერენ

თავისუფალი დემოკრატები მხარს უჭერენ ევროპული საქართველოს ინიციატივას პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით - ამის შესახებ შალვა შავგულიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შავგულიძის თქმით, თავისუფალ დემოკრატებს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, შეუერთდებიან თუ არა ევროპულ საქართველოს კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის აზრის გამოკითხვაში.

"იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოადგენდეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის და შეთანხმების შედეგს, ვინაიდან მხოლოდ ასე შეძლებს კონსიტტუცია ქვეყნის საზოგადოებრივი, პოლიტიკური ცხოვრების ჰარმონიულ რეგულირებას, ქვეყნის თითოეული მოქალაქის, თუ ქვეყანაში მყოფი თითოეული ადამიანის უფლებების ეფექტურ დაცვას, თავისუფალი დემოკრატები მხარს ვუჭერთ ევროპული საქართველოს შემოთავაზებულ იდეას, საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესთან და საპარლამენტო არჩევნების რეალურად პროპორციულობისა და სამართლიანობის განმსაზღვრელ დებულებებთან დაკავშირებით, სახალხო გამოკითხვის ანუ პლებისციტის ჩატარების შესახებ", - თქვა შალვა შავგულიძემ.

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველომ კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებას მოთხოვნით პრემიერმინისტრს მიმართა.

როგორც ცნობილია, ქართული ოცნება პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემის ტიპზე პლებისციტის ჩატარებას არ ემხრობა.

კომენტარები