პლებისციტი

იოსელიანი: ევროპული საქართველოსთვის პლებისციტი პიარისთვის გადადგმული ნაბიჯია

მარტივ პოლიტიკურ ნაბიჯთან გვაქვს საქმე. მათ [ევროპულ საქართველოს] სურთ თავი დაიმკვიდრონ როგორმე ქართულ საზოგადოებაში ხელახლა და ამ მიმართულებით თითქოს და კარგი რამის გაკეთება უნდათ. გასაგებია, რომ პლებისციტი მნიშვნელოვანი საკითხი არის, თუმცა ამავდროულად, ქართულ ოცნებასთან ერთად თანამშრომლობა არაადეკვატური და არათავსებადი ნაბიჯია. ეს არის უბრალოდ პიარისთვის გაკეთებული და გადადგმული ნაბიჯი, რაც არ ვიცი მათ თვითონ გადაწყვიტონ რამდენად მომგებიანი იქნება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი კოტე იოსელიანი "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" მიერ კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე, პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების მოთხოვნაზე პალიტრანიუსის ეთერში, გადაცემა 360 გრადუსში.

კომენტარები