შეზღუდვები გზებზე

საერთაშორისო მარათონის გამო 7 მაისს კახეთში გზებზე შეზღუდვები იქნება დაწესებული

RFE/RL

კახეთში საერთაშორისო მარათონის გამო გზების მონაკვეთებზე ხვალ შეზღუდვები იქნება დაწესებული. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მარათონი “მსოფლიო რბენა" ხვალ 7 მაისს გაიმართება.

მოძრაობა შეიზღუდება ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე.  ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69- კმ-დან 118- კმ-მდე. სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება შემოვლით გზაზე - გურჯაანი-აფენი-კაბალი.

კომენტარები