კომერციული ბანკები

საქართველოს ყველაზე მაღალი მოგების მქონე ბანკების ათეული

AP Photo

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2017 წლის მესამე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ბანკების მიერ წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, პერიოდის მანძილზე ყველაზე მეტი მოგება საქართველოს ბანკმა გამოიმუშაბა, კომპანიამ პირბელ კვარტალში 118 მილიონიანი წმინდა მოგება აჩვენა, რაც წინა წელს არსებულ 26 მილიონთან შედარებით 4-ჯერ მაღალი მაჩვენებლია. სიდიდით მეორე მოგება TBC ბანკის ჰქონდა, მისმა მოგებამ 66 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 81%-ით მეტია. სიდიდით მესამე კვარტალური მოგება რესპუბლიკა ბანკს ჰქონდა, ეს ბანკი 2017 წლის პირველ კვარტალში ისევ დამოუკიდებლად აგრძელებდა ოპერირებას, თუმცა უკვე მაისში ის საქმიანობას შეწყვეტს და სრულად TBC-ის შეერწყმება. რესპუბლიკას მოგებამ აღნიშნულ პერიოდში 21.6 მილიონი ლარი შეადგინა.

აღნიშნული პერიოდის მანძილზე 1.5 მილიონზე ნაკლები მოგება ჰქონდა პაშა ბანკს, ფინკა ბანკსა და სილქ როუდ ბანკს. 

კომენტარები