საკონსტიტუციო ცვლილებები

საკონსტიტუციო კომისია დღეს ოფიციალურად გაუქმდა

საქართველოს პარლამენტი
http://georgiantour.ge/

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დღეს ოფიციალურად გაუქმდა. შესაბამისი დადგენილება პარლამენტს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარუდგინა და აღნიშნა, რომ კომისიამ ფუნქცია ამოწურა.

კომისიის გაუქმებას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.

საკონსტიტუციო კომისია ქვეყნის მთავარ დოკუმენტში ცვლილებებზე მუშაობდა. მმართველი გუნდის გარდა, მასში გაერთიანებული იყო როგორც ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ცვლილებებით უკმაყოფილების გამო კომისია ოპოზიციურმა პარტიებმა დატოვეს. 

ამის შემდეგ უკვე ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა უნდა დაიწყოს, რაში ჩართვის სურვილიც საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გამოთქვა. წინადადებას "ქართული ოცნება" დასთანხმდა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განხილვაში უშუალოდ პრეზიდენტი ჩაერთვება.

ამ წუთებში უმრავლესობის წევრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ხვდება, სადაც საუბრობენ განხილვებში პრეზიდენტის ჩართულობის შინაარსობრივ, ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში.

კომენტარები